საახალწლო განათებები

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო საავატომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო მოძრაობა შეიზღუდება. 

დღეს, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება სიმონ კანდელაკის ქუჩაზე და ასევე, ამაღამ, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და თენგიზ შეშელიძის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის ქუჩის კვეთიდან - გიორგი მინდელის ხიდამდე. 

 

კომენტარები