და ჩვენ ვიცეკვეთ

AND THEN WE DANCED-ის დაწყებამდე კინოთეატრ ამირანთან პოლიციელები არიან მობილიზებულები

0 კომენტარი

ფილმის AND THEN WE DANCED-ის დაწყებამდე კინოთეატრ ამირანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი, პუტინისტური დაჯგუფების რამდენიმე წევრიც გამოჩნდა.

გუშინ პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერმა ლევან ვასაძემ დააანონსა, რომ დღეს 16:00 საათიდან კინოთეატრ ამირანთან კვლავ შეიკრიბებოდნენ.

8 ნოემბერს ძალადობრივი, პუტინისტური დაჯგუფების წევრები ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლას შეეცადნენ.

მათი მცდელობის მიუხედავად, ფილმის ჩვენებები მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დროს დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობდა.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. 

ჩვენებაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც თვალთან ახლოს დიდი ზომის საგანი ესროლეს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებები კინოთეატრებში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები