და ჩვენ ვიცეკვეთ

ანტონიო ბანდერასი, ლევან გელბახიანი - European Film Awards-ის კაცი მსახიობის ნომინანტები

0 კომენტარი

ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მონაწილე ერთერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ლევან გელბახიანი ევროპის კინემატოგრაფიის ჯილდოზე მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზე წარადგინეს. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე წარდგენილია ცნობილი ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი.

ინფორმაციას ევროპის კინემატოგრაფიის ჯილდოს ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს. მამაკაცი მსახიობების ნომინანტები არიან ანტონიო ბანდერასი ფილმიდან “ტკივილი და დიდება”, ჟან დუჯარდინი - “ოფიცერი და ჯაშუში”, პიერფრანჩესკო ფავინო - “მოღალატე”, ლევან გელბახიანი - “და ჩვენ ვიცეკვეთ”, ალექსანდერ შეერი - “Gundermann”, ინგვარ სიგურდსონი - “თეთრი, თეთრი დღე”.

ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო ყველაზე პრესტიჟული პანევროპული კინემატოგრაფიული პრემია. ჯილდოს ლაურეატებს ევროპის კინოაკადემია არჩევს.

European Film Awards-ის გამარჯვებულები 7 დეკემბერს გამოვლინდებიან. 

გუშინ ლევან გელბახიანი მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

ეს არ არის ლევან გელბახიანისთვის პირველი წარმატება, რომელიც მას ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ხვდა - მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები