თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტზე

ტაბულა მის ჟურნალისტზე თავდასხმის საქმის გამოძიების გადაკვალიფცირებას მოითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: On.ge

ტაბულა მოითხოვს საგამოძიებო უწყებამ გადააკვალიფიციროს მის ჟურნალისტ, ცისია კირვალიძეზე თავდასხმის გამოძიება.

შს სამინისტრო ამ მომენტისთვის ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტ ცისია კირვალიძის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას "ნივთის დაზიაების" მუხლით იძიებს, რაც ტაბულას იურისტის შეფასებით დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციაა. 

"გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხივისი ნივთის განზრახ დაზიანებას. აღნიშნულზე საგამოძიებო ორგანომ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ იმ ლაივიდან და იმ ფოტომასალიდან, რაც მათ ხელთ იყო, სწორედ ტაბულას ჟურნალისტის მობილური ტელეფონის დაზიანება ჩანდა. სწორედ ამიტომ მიეცა ეს კვალიფიკაცია გამოძიებას, თუმცა, როდესაც გამოძიების მიმდინარეობისას შეიკრიბება სხვადასხვა მტკიცებულებები, შემდგომ უკვე შესაძლებელია გადაკვალიფიცირება და ჩვენი რეკომენდაციაც ეს არის.

საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა სსკ-ის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ძალადობას - რადგან ტაბულას ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, უნდა იყოს 154-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გადააკვალიფციროს აღნიშნული მუხლები და სწორედ ამ ორი მუხლით უნდა წარიმართოს გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, პროკურორი არის უფლებამოსილი მოახდინოს დაზუსტება, მუხლების გადაკვალიფცირების კუთხით", - ამბობს ტაბულას იურისტი, დიტო ხვიჩია.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ტაბულას ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ჟურნალისტი ძალადობრივ აქციას აშუქებდა.

აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც ერთერთი მათგანის მხრიდან, კირვალიძეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა.

როგორც ტაბულას ძველი თბილისის მესამე განყოფილებაში უთხრეს, ტაბულას ჟურნალისტზე, ცისია კირვალიძეზე მოძალადე და ჟურნალისტის პროფესიონალურ საქმიანობაში ხელი შემშლელი პირის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები