ვასაძის და ივანიშვილის შეხვედრა

თალაკვაძე ივანიშვილის და ვასაძის შესაძლო შეხვედრაზე: აბსურდია, არანაირი ფარული გარიგება

0 კომენტარი

„აბსურდულია, არანაირი ფარული გარიგება," - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლევან სავაძისა და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო შეხვედრაზე საუბრობს. თალაკვაძე ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შეხვედრის შესახებ ლევან ვასაძემ თავად გაავრცელა ინფორმაცია. 

"ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი შეთანხმება საზოგადოებასთან, თავის ამომრჩეველთან. ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერმინისტრი, ის არის დღეს პარტიის თავმჯდომარე, საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, ბიზნესმენს, მედიას ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, გითხარით, რომ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, წერტილი!" - თქვა მან. 

გუშინ, 9 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფების აქციისას, მათმა ერთერთმა ლიდერმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ გასული წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილი მივიდა მასთან სახლში წინადადებით და სათხოვარით და შემდეგ ამაზე საუბარი გაგრძელდა მეორე შეხვედრაზე, რომელიც მალევე, უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლში გაიმართა. 

ვასაძე ამბობს, რომ საუბრის შინაარსზე არაფერს იტყვის, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო შეთანხმება, მასსა და ივანიშვილს შორის, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო. 

ვასაძემ გუშინვე, მოუწოდა ივანიშვილს, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან აღარ აქვს ქვეყნის მართვის მორალური უფლება და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ვასაძე ამბობს, რომ მომდევნო არჩევნებში ის მხარს დაუჭერს იმ პარტიას, რომელიც: "გააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, აღკვეთს ქვეყანაში ნარკოვაჭრობას, აღკვეთს უკონტროლო იმიგრაციას საქართველოში, მოსპობს და აკრძალავს კაზინოებს, მიიღებს გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავ კანონს."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები