თემურ აბაზოვი

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია

0 კომენტარი

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში არის ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ ინფორმაციის შემცველ პოსტს აბაზოვი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს. 

გამოძიების ინფორმაციით, მარნეულის მერმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა იმავე მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი.

12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. 

პროკურატურის ინფორმაციით ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მერიისგან განაცდური ხელფასის აღებასაც ითხოვდა, რომელიც 32 000 ლარს შეადგენ, თუმცა უარი მიიღო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები