ძაღლების თავშესაფარი

სერბეთში კაცმა 4 მიტოვებული ლეკვი იპოვა და თავშესაფარი გახსნა - ის ახლა 750 ძაღლს უვლის

0 კომენტარი

სერბეთის ქალაქ ნისში, 2008 წელს, როცა საშა პესიკი ცხოველთა თავშესაფარს ხსნიდა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ამდენი ძაღლის მხსნელი და პატრონი გახდებოდა. საშა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა როცა გზად ოთხი მიტოვებული ლეკვი იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა, კაცმა გადაწყვიტა ამ და სხვა მიტოვებულ ძაღლებზე ეზრუნა. პესიკმა 6 მოხალისესთან ერთად თავშესაფარი გახსნა. 

საშა პესიკი ერთერთი ყველაზე ცნობილი ცხოველთა უფლებათა დამცველი გახდა სერბეთში.

ამჟამად თავშესაფარში 750 ძაღლი ცხოვრობს. საშამ 1200-მდე ცხოველი გადაარჩინა და 400 მათგანს მზრუნველი პატრონიც უპოვა. 

ის გმირობის მაგალითია, თუმცა როგორც ყველა სუპერგმირს მასაც ჰყავს მტრები და ეს ამჯერად იმ მიწის მესაკუთრე აღმოჩნდა, რომელზეც თავშესაფარია გაშენებული. მეპატრონე მათ წასვლას მოითხოვს. ამის გამო ათასობით ადამიანმა პეტიციას მოაწერა ხელი და მიუხედავად იმისა, რომ საქმე ჯერ ბოლომდე მოგვარებული არ არის, სახელმწიფო მზად არის პესიკს დაეხმაროს. 

პესიკი მადლობელია, რომ მის ძაღლებს ჯერ კიდევ აქვთ სახლი. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი გადავსებულია, ალტერნატივის არქონის გამო საშა ცხოველებთან ერთად ტერიტორიაზე რჩება. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები