თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ივერთუბნის, რეხის, დურმიშიძის, ჯორჯაძის, ბარაკონის, ბეთაშვილის, აგიაშვილის, ორჯონიკიძის და გაბუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ლილო დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილი-3 დასახლების IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობითვის მებრძოლთა, კალოუბნის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III, IV მიკრორაიონების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ქსნის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში 30 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, V და VII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შევჩენკოს და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები