ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

AFP

ავსტრალიის ორ შტატში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტებს "კატასტროფულ" საფრთხეს უქმნის.

დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი. ათასობით პირს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ქუინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში ცეცხლის გავრცელებას ხელს გვალვა და ძლიერი ქარი უწყობს. ორ შტატში ჯამში ხანძრის 120-ზე მეტი კერა გაჩნდა. ქუინსლენდში ხანძარმა 9 შენობა გაანადგურა, ახალ სამხრეთ უელსში კი 970,000 ჰექტარი დაიწვა და 150 შენობა განადგურდა.

ოფიციალური პირების თქმით მიმდინარე კვირაში საფრთხეა მოსალოდნელი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქ სიდნეიშიც. ჰაერის ტემპერატურა სამშაბათს 37 გრადუსს მიაღწევს, რაც ოფიციალური პირების თქმით ცეცხლის გავრცელებას ხელს შეუწყობს და საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას.

ამჟმად ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში 1,300 მეხანძრეა მობილიზებული. მათ ასობის მოხალისე ეხმარება. ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად ავსტრალიაში მეხანძრეები ახალი ზელანდიიდან ჩავიდნენ. პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის თქმით საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება არმიაც.

კომენტარები