ამინდი

როგორი ამინდი იქნება 15 ნოემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-14 ნოემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 ნოემბერს +15, +20, ხოლო 14 ნოემბერს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსთა ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 ნოემბერს +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება, ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები