ტურიზმი

ოქტომბერში ტურისტული ნაკადი 7,8%-ით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურისტული ნაკადი 7,8%-ით გაიზარდა. 

სულ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 438,805 ტურისტი ეწვია, რაც 31,584 მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 8,8%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც და 782,670 ვიზიტი შეადგინა. ეს კი წინა წლის მაჩვენებელს 63,530-ით აღემატება. 

ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში სომხეთიდან განხორციელდა, ხოლო მეორე ადგილზე მცირე ჩამორჩენით აზერბაიჯანი იკავებს. 

ავიასანქციების მიუხედავად ოქტომბერში საქართველოს რუსეთის 118,522 მოქალაქე ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21, 114-ით ნაკლებია. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. ზრდა 8,8%-ია და 665, 055 შეადგენს. 

117,615-მდეა გაზრდილი არატურისტული ვიზიტების რაოდენობაც. 

 

კომენტარები