ტურიზმი

10 ქვეყანა საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

უწყების ინფორმაციით, ოქტომბერში ტურისტული ნაკადის ზრდამ 7,8% შეადგინა. სულ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 438,805 ტურისტი ეწვია. ამავდროულად, გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც. 

ოქტომბერში საქართველოში 782,670 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8,8%-ით მეტია. 

წარმოგიდგენთ ქვეყნების პირველ ათეულს საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. 

  1. სომხეთი — 120,978, ზრდა — 12,7%;
  2. აზერბაიჯანი — 119,540, ზრდა — 7,7%;
  3. რუსეთი — 118,252, კლება — 15%;
  4. თურქეთი — 86,726, ზრდა — 16,9%;
  5. საქართველო [არარეზიდენტი] — 41,390, ზრდა — 3,%;
  6. ისრაელი — 27,319, ზრდა — 56,9%; 
  7. უკრაინა — 19,452, ზრდა — 22,5%;
  8. ირანი — 12,792, კლება — 34,5%;
  9. ყაზახეთი — 11,367, ზრდა — 139,4%;
  10. გერმანია — 11,187, ზრდა — 43,6%.

ხელშესახები ზრდაა ევროკავშირის რიგი სახელმწიფოებიდან, განსაკუთრებით პოლონეთიდან [43%] და დიდი ბრიტანეთიდან [31%].

 

კომენტარები