ქუჩის ხელოვნება

"ბრძოლა სიყვარულისთვის" - გაგოშას ახალი სტენსილი მიმდინარე მოვლენებზე

გაგოშა

"Battle for love" [ბრძოლა სიყვარულისთვის] - ქუჩის მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე მოვლენებს ახალი სტენსილი მიუძღვნა.

როგორც არტისტი ტაბულასთან საუბარში განმარტავს, სტენსილი იმის პაროდიაა, რაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო განვითარდა.

"კუპიდონის წინააღმდეგ იბრძვის შეიარაღებული რაზმი, თან ფარებს ეფარებიან, ეშინიათ, რომ ფერადი ისარი არ მოხვდეთ და სექსუალური ორიენტაცია არ შეეცვალოთ", - ამბობს გაგოშა ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები