საბიუჯეტო ხარჯები

ყოფილი მინისტრის ძმის კომპანიამ წელს ბიუჯეტიდან 18 მილიონი მიიღო

facebook.com/parliamentgeo

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში მთავრობამ 18 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები შეიძინა სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმის კომპანიისგან.

"ფრანს ავტოს" დამფუძნებელი ყოფილი მინისტრის ძმა ავთანდილ ხეჩიკაშვილია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი დავით გოგორიშვილი.

გოგორიშვილმა, რომელმაც "ფრანს ავტოში" 2015 წელს სწორედ ყოფილი მინისტრი ჩაანაცვლა, 2016-17 წლებში ქართულ ოცნებას 3 ათასი ლარი შესწირა.

ორი ტენდერის შედეგად, მთავრობამ ჯამში 335 ავტომობილი შეიძინა. ორივეში გაიმარჯვა "ფრანს ავტომ", აქედან, პირველში უკონკურენტოდ.

 

კომენტარები