და ჩვენ ვიცეკვეთ

And Then We Danced-ის სეანსების დასამატებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს კინოთეატრებში, მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფილმის "And Then We Danced" ჩვენებები განახლდეს.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე სეანსების დასამატებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან. ვფიქრობთ იმაზე, როგორი ფორმით შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მაყურებლის მოთხოვა ისე, რომ მათი უსაფრთხოებაც იყოს გარანტირებული", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია.

თუმცა, კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პრემიერის დღეს პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა.

კომენტარები