საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის "უკანონო კვეთის" ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

მომხდარი ფაქტი ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

IPN-ის ინფორმაციით, დაკავებული 2 მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ კოდისწყაროსთან დააკავეს.

კომენტარები