რომან პოლანსკი

რომან პოლანსკი გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

86 წლის რეჟისორი, რომან პოლანსკი, 1970-იან წლებში 18 წლის ფრანგი მსახიობის გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. 

რეჟისორი და მისი ადვოკატი, ჰერვ ტემიმი, მბრალდებელისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ ბრალდების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგათ", - თქვა ადვოკატმა.

გუშინ, გამოცემა Parisien-თან ინტერვიუში ფრანგმა მსახიობმა ვალენტინ მონიერმა თქვა, რომ რომან პოლანსკიმ მასზე სასტიკად იძალადა და ის ამ დროს 18 წლის იყო. 

მისი თქმით, 1975 წელს 18 წლის იყო და რომან პოლანსკის შვეიცარიის სახლში მეგობრებთან ერთად სასრიალოდ ჩავიდა. ის და რეჟისორი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მონიერის თქმით, ერთ-ერთ საღამოს პოლანსკიმ ის საკუთარ ოთახში დაპატიჟა, მისივე თქმით როდესაც ის ოთახში შევიდა რეჟისორი შიშველი დახვდა, ქალს დაარტყა, ტანსაცმელი შემოახია და გააუპატიურა. რამდენიმე ადამიანმა გამოცემასთან თქვა, რომ ვალენტინ მონიერს ამ თემაზე მანამდეც უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ რომან პოლანსკის სასამართლო არ ემუქრება, რადგან ფრანგული კანონმდებლობით საქმეების ხანდაზმულოვის ვადა 20 წელიწადია და 20 წელიწადზე მეტი ხნის საქმეებზე გამოძიება არ იწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები