კრისტიან ბეილი

კრისტიან ბეილი როლებისთვის წონას აღარ შეიცვლის

Hello

ცნობილი გახდა, რომ კრისტიან ბეილის ფილმში Ford v Ferrari მთავარი როლის შესრულებისთვის, წონაში დაკლება მოუწია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსახიობს მოკლე ვადებში უწევს წონის მკვეთრად შეცვლა. 

როგორც ბეილმა გამოცემასთან CBS Sunday Morning აღნიშნა, მას აღარ სურს როლებისთვის წონაში დაკლება თუ მომატება.

"არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ მორჩა, წონასთან თამაშს შევეშვი, ამას აღარ ვიზამ! მართლა, დარწმუნებული ვარ, რომ შევეშვი!" თქვა ბეილმა

აქვე შეგახსენებთ, რომ მსახიობს ეს სიტყვები აქამდეც უთქვამს. ჯერ კიდევ იანვარში გამოცემასთან The Sunday Times ბეილი გამოტყდა, რომ დაიღალა და აღარ სურს თავისი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის განადგურება. თუმცა, ფილმისთვის Ford v Ferrari მსახიობს ისევ მოუწია დათმობაზე წასვლა და წონაში დაკლება. 

კომენტარები