Netflix

პოლონეთის პრემიერმინისტრი Netflix-ს უზუსტობებსა და "ისტორიის გადაწერაში" ადანაშაულებს

bbc.com

პოლონეთის პრემიერმინისტრმა Netflix-ს წერილობით მიმართა მოთხოვნით, სასწრაფოდ შეიტანოს ცვლილებები ნაცისტური ბანაკების შესახებ გადაღებულ სერიალში The devil next door.

მატეუშ მორავეცკი ამბობს, რომ სიკვდილის ბანაკების რუკა სერიალში ნაჩვენებია, როგორც თანამედროვე პოლონეთის ტერიტორია. "ეს არის ფაქტების დამახინჯება. სერიალი პოლონეთს წარმოაჩენს, როგორც სიკვდილის ბანაკებზე პასუხისმგებელ ქვეყანას, მაშინ როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთი დაპყრობილი ჰყავდა გერმანიას“ - აცხადებს მორავეცკი.

Netflix-მა როიტერთან საუბრისას განაცხადა, რომ აცნობიერებს დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებულ შეშფოთებას.

ნაცისტური გერმანია პოლონეთში 1939 წელს შეიჭრა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღი.

გერმანელებმა ააგეს საკონცეტრაციო ბანაკები, ოსვენციმის ჩათვლით, დახოცეს მილიონობით ადამიანი, მათი უმეტესობა კი ებრაელი იყო.​

მორავეცკი თავის წერილში აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს პატივისცემა და ასევე სიმართლე მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შესახებ.

ის Netflix-ს უზუსტობებსა და "ისტორიის გადაწერაში“ ადანაშაულებს

კომენტარები