Gossip Girl

Gossip Girl-ში ნიუ-იორკის მრავალფეროვნება და მეტი LGBTQ+ ადამიანი გამოჩნდება

0 კომენტარი
ფოტო: E news

კომპანიამ HBO სერიალის Gossip Girl გაგრძელება დააანონსა. ახლა, როდესაც "ჭორიკანა" ეკრანებზე ბრუნდება, ის მაყურებელს ნიუ-იორკის მრავალფეროვნებას შესთავაზებს და შოუში მეტი LGBTQ+ ადამიანი გამოჩნდება. 

მომავალი შოუს სცენარისტმა და პროდიუსერმა ჯოშუა საფრანმა Vulture Festival-ის დროს აღნიშნა, რომ მაყურებელი უფრო მეტი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟის გაცნობისთვის უნდა მოემზადოს. 

ასევე საფრანმა აღნიშნა, რომ ის ორიგინალი შოუს ერთადერთი გეი სცენარისტი იყო, ხოლო ამჯერად სერიალი მეტ ქვიარ კონტენტს მოიცავს. 

"ეს სერიალი ჩვენს აწმყოს ეხმაურება - საიდან ჩნდება სიმდიდრე და როგორ იყენებენ პრივილეგიებს? თუმცა სერიალში სიუჟეტის მოულოდნელ შემოტრიალებას უნდა ელოდოთ და სწორედ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი!" თქვა საფრანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები