ევო მორალესი

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

bbc.com

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, გადადგომიდან ერთი დღის შემდეგ, მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ყოფილი პრეზიდენტი თავის თვითერის გვერდზე წერს, რომ მტკივნეულია ბოლივიის ასე დატოვება, მაგრამ „უფრო დიდი ენერგიითა და სიძლიერით დაბრუნდება“.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა აღნიშნული დაადასტურა.


ფოტო: bbc.com

ბოლივიის პრეზიდენტი ევრო მორალესი გასულ თვეს ჩატარებული არჩევნების გაყალბების ბრალდების და 3-კვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.

გასულ კვირას მორალესის რამდენიმე მოკავშირემ თქვა რომ მათზე თავდასხმა მოხდა და მათი სახლები გადაწვეს. უსაფრთხოების რისკების გამო თანამდებობა დატოვა მისი მოკავშირეების ნაწილმა.

შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები