ბიბლიური თავისუფლება

მამა ანდრია გირჩის მღვდელმსახურისთვის წესის არაგებაზე: საპატრიარქოს სწორი პოზიცია არ აქვს

"საპატრიარქოს არ აქვს ფორმულირებული სწორი პოზიცია",-ასე აფასებს მამა ანდრია სარია სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდისთვის სასულიერო პირების მიერ წესის არაგებას. ახალგაზრდა გირჩის "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახური იყო. 

"ჯერ კიდევ შეცდომა იყო, როდესაც პირველი ბუნდოვანი განცხადება გააკეთეს გირჩის ამ პოლიტიკურ სვლასთან მიმართებაში. სინოდში უნდა ყოფილიყო ამ საკითხის განხილვა. გირჩის მხრიდან ეს პოლიტიკური ტაქტიკური სვლა გახლდათ. გირჩის ამას არ უყურებს, როგორც რელიგიას",-თქვა მამა ანდრიამ.

მამა ანდრია სარია თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ჯარიდან გათავისუფლებას ცდილობდა და მას მღვდლობის ამბიცია არ ჰქონდა.    

გირჩის ინფორმაციით, 11 ნოემბერს ავტოავარიაში გარდაცვლილი "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურის, შაკო ბარამიძის ოჯახმა წესის ასაგებად რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, თუმცა უარი იმ მიზეზით მიიღო, რომ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა სასულიერო პირებს უკრძალავს "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობის მქონე ადამიანებისთვის წესის აგებას. 

"ბიბლიურმა თავისუფლებამ" შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გააუქმა, თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ცნობის გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად ადამიანის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას და მან უნდა მოინანიოს.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა ამბობს, რომ გარდაცვლილს წესს არ აუგებენ, სანამ სინოდი ან მღვდელმთავრები არ მოილაპარაკებენ.

კომენტარები