ბიზნესომბუდსმენი

ლელო მოითხოვს, შეიცვალოს ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის წესი

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო გამოდის ინიციატივით, შეიცვალოს ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის წესი.

როგორც ლელოში მიიჩნევენ, რადგანაც ბიზნესომბუდსმენს ერთპიროვნულად ირჩევს და ნიშნავს პრემიერმინისტრი, ის ავტონომიური ფიგურა არაა.

სანაცვლოდ, ლელო გამოდის იდეით, რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურები ბიზნესასოციაციებმა და სამოქალაქო სექტორმა უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად პარლამენტს, რომელიც განსაზღვრული ვადით დანიშნავს მას.

"ეს ცვლილებები შექმნის ბიზნესომბუდსმენის ეფექტური და დამოუკიდებელი საქმიანობის რეალურ გარანტიებს, გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს საქართველოში და გაზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას." - ამბობენ ლელოში.

გუშინ, 11 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას ტოვებენ ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე.

როგორც ინფორმირებულმა წყარომ ტაბულას მიაწოდა ინფორმაცია, ახალი ბიზნესომბუდსმენი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ დაუშვილი იქნება.

ლელოში ამბობენ, რომ ბიზნესომბუდსმენად გახარიას კადრის დანიშვნა წინასაარჩევნოდ ბიზნესის კონტროლს ისახავს მიზნად.

კომენტარები