მკვლელობა

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

Getty Images

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები