რუსეთი

რუსეთში ახალგაზრდების 28%-ს ბერლინის კედლის დანგრევაზე არაფერი სმენია

Culture Trip

რუსეთში 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 28%-მა ბერლინის კედლის დანგრევაზე არაფერი იცის. ლევადა ცენტრის საზოგადოებრივი გამოკითხვით, მათ ბერლინის კედლის შესახებ პირველად გაიგეს. 25-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იგივე პასუხი გამოკითხულთა 19%-მა გასცა.

ლევადა ცენტრმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 24-30 ოქტომბერს ჩაატარა. რუსეთის 50 რეგიონიდან 1616 რესპოდენტი გამოიკითხა. 

ჯამში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხულ რუსთა 12%-მა არაფერი იცის ბერლინის კედლის შესახებ, 53%-ს კი ზოგადი ცოდნა აქვს ბერლინის კედლის დამხობის შესახებ. 

18-დან 24 წლამდე პირთა 54%-მა უპასუხა, რომ მათ "არ აინტერესებდათ" ეს მოვლენა. 9% ნეგატიურად, ხოლო 32% კი პოზიტიურად უყურებს ამ მოვლენას. 

ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან 43% ბერლინის კედლის დამხობას პოზიტიურად უყურებდა, დანარჩენ 35%-ს არ აინტერესებდა, ხოლო 18%-ის ხედვა ნეგატიური იყო.

9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემიდან ზუსტად 30 წელი გავიდა.

კომენტარები