ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალია რამდენიმე დღეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

0 კომენტარი
ფოტო: bbc.com

ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროების უზარმაზარი ტერიტორია - სიდნეის გარეუბნების ნაწილის ჩათვლით - ხანძარს ებრძვის.

ახალი სახმრეთ უელსის შტატში 85-ზე მეტი ცეცხლის კერაა.  რეგიონში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

"მე ვუყურებდი ჩვენი სახლის წინ გაჩენილ ხანძარს, რომელიც იყო მასიური და საგანგაშო. პოლიცია მოვიდა და ჩვენი შვილები გადაიყვანა უსაფრთხო ადგილას" - ამის შესახებ მობინადრე ჯულია გრეტონ რობერტსმა AFP - ს განუცხადა.

ავსტრალიის კონსერვატიულმა მთავრობამ უარყო მოსაზრება, რომ ხანძარი კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია.

"ჩემი მთავარი საფიქრალი ამ დროისთვის გახლავთ ის ადამიანები, რომლებმაც ხანძრის შედეგად თავიანთი სიცოცხლე და ოჯახის წევრები დაკარგეს", - განაცხადა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა.

მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, სანამ ხანძრის ლოკალიზება არ მოხდება, ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი სკოლა დახურულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები