გრეის კელი 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში დაიბადა. დედამისმა ფიზიკური განათლების ფაკულტეტი დაამთავრა, მამამისი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ნიჩბოსნობაში, მოგვიანებით კი აგურის ბიზნესის წყალობით მილიონერი გახდა. მას სამი და-ძმა ჰყავდა მარგარეტი, ჯონი და ელისაბეთი. ოჯახში გრეისს Graciebird-ს ეძახდნენ.
კელიმ ოსკარი მთავარი როლისთვის ფილმში the Country Girl მიიღო. მანამდე კი მსახიობი ბროდვეის მიუზიკლებში მონაწილეობდა. მოგვიანებით კელიმ გააფორმა ხელშკრულება სტუდიასთან Metro-Goldwyn-Mayer. შემდეგ კი ხშირად თანამშრომლობდა ალფრედ ჰიჩკოკთან და ჭეშმარიტი "Hitchcock Blonde" (ჰიჩკოკის ქერა ქალი) გახდა.
26 წლის ასაკში გრეის კელიმ მონაკოს უფლისწული რენიე III გაიცნო და 1956 წლის 19 აპრილს ისინი დაქორწინდნენ. კელი მონაკოს პრინცესა გახდა, ხოლო მისმა ქმარმა მონაკოში კელის ყველა ფილმი აკრძალა. კელი ჰოლივუდის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი: "ჰოლივუდი მართობს, წმინდათა წმინდა უცხო თვალისთვის და ეშმაკზე უფრო უწმინდური სინამდვილეში" ამბობდა მონაკოს პრინცესა.
კელი 1982 წლის 13 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა. როდესაც ის და მისი შვილი, სტეფანი, მანქანით მგზავრობდნენ ის კი საჭესთან იჯდა, მას შეტევა დაეწყო, ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და მანქანა კლდიდან უფსკრულში გადაეშვა.
დღეს გრეის კელის 90 წელი შეუსრულდებოდა.