მოლდოვა

მოლდოვის პროევროპული მთავრობა დაიშალა

RFEL

12 ნოემბერს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სოციალისტების ინიციატივას სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, რის შედეგადაც მთავრობა დაიშალა.

5 თვის წინ მოლდოვის პრემიერმინისტრი პროდასავლური ცვლილებების მომხრე მარია სანდუ გახდა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის დაპირებებით მოვიდა. სანდუს პარტიამ ACUM-მა კოალიცია შექმნა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ პრორუს სოციალისტურ პარტიასთან. 

მათ შორის უთანხმოების გაზრდა გენერალური პროკურორის არჩევის რეფორმაზე შეუთანხმებლობას მოჰყვა.

სანდუს ამ გადაწყვეტილების მიღება თავად სურს - პროკურორის არჩევის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატებს პრემიერმინისტრი წარადგენს, რასაც შემდეგ პროკურორთა უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ. სოციალისტებს კი ამ გადაწყვეტილების მისაღებად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური კომისიის შექმნა სურდათ. სოციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ დაარღვია კოალიციის შეთანხმება.

გუშინ სანდუმ მათ შესთავაზა, რომ ვენეციის კომისიას მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ცვლილებებზე, თუმცა სოციალისტები მის შემოთავაზებას არ დათანხმდენ.

101 დეპუტატიდან 63-მა სანდუს უნდობლობა გამოაცხადა. მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა სოციალისტურმა პარტიამ, ასევე დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც გაქცეული ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ხელმძღვანელობდა და დღესაც გავლენა აქვს პარტიაზე. 

ხმის მიცემამდე სანდუმ თქვა, რომ გენერალური პროკურორის ამ გზით არჩევა აუცილებელია იმისთვის, რომ კორუფციასთან დაპირებული ბრძოლა დაიწყოს და უკან დაიბრუნოს 5 წლის წინ 3 ბანკიდან მოპარული 1 მილიარდი აშშ დოლარი.

"მოქალაქეები 5 თვეში სასწაულს არ მოელოდნენ, მათ ესმით და აფასებენ პასუხისმგებლიან მთავრობას, რომელიც გულწრფელი მინისტრებისგან შედგება, რომლებიც ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით მოვიდნენ," - თქვა სანდუმ ხმის მიცემამდე.

პარლამენტარების გადაწყვეტილბას სანდუმ ხახლის ღალატი უწოდა.

პარტიებს ახალი მთავრობის შესაქმნელად 90 დღე აქვთ. წარუმატებლობის შემთხვევაში ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. 

ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის თებერვალში გაიმართა. სოციალისტურმა პარტიამ ხმათა 31% მიიღო და პარლამენტში 35 ადგილი დაიკავა, დემოკრატიულმა პარტიამ 23.6%-ით 30 ადგილი, ხოლო პროევროპული პარტიამ ACUM-მა 26.8%-ით 26 ადგილი.

პარტიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კოალიცია მოლდოვის ოლიგარქიისაგან გასათავისუფლებლად შეიქმნა. მათი თქმით, ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯი სწორედ კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოძიება იქნება.

მათ გავლენიანი ოლიგარქის ვლადიმირ პლაჰოტნიუკის მთავრობა ჩაანაცვლეს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და ევროკავშირი ნაკლები გამჭვირვალობისა და კორუფციის გამო აკრიტიკებდა.

ქვეყნის პერმიერმინისტრად ACUM-ის ლიდერი, მაია სანდუ აირჩიეს. სანდუ წარსულში მსოფლიო ბანკში მუშაობდა და შემდეგ მოლდოვის განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.

პლაჰოტნიუკის დემოკრატიული პარტია ოპოზიციაში გადავიდა.

კომენტარები