ცნობილი ადამიანები

შერონ სტოუნმა ფილმიდან BASIC INSTICT ცნობილი მომენტი გააცოცხლა

რამდენიმე დღის წინ, 61 წლის შერონ სტოუნი, ჟურნალმა "GQ Men" წლის ქალის სტატუსით დააჯილდოვა - ცერემონიალი ბერლინში გაიმართა.

სიტყვის წარმოთქმისას შერონ სტოუნმა ფილმიდან "Basic Instict" ის ცნობილი მომენტი გააცოცხლა, სადაც მსახიობი კაცებით სავსე ოთახში სკამზე ზის და ფეხებს აჯვარედინებს.

გარდა ამ მომენტის გაცოცხლებისა, შერონ სტოუნმა გადაღებებიც გაიხსენა და სხვა თემებსაც შეეხო.

"წლების წინ, მე ვიჯექი სცენაზე და ჩემმა რეჟისორმა [პოლ ვერჰოევენმა] მითხრა - "შეგიძლია მომცე შენი ტრუსი? რადგან ჩვენ მას ვხედავთ სცენაში და შენ არ უნდა გეცვას ტრუსი, თუმცა ჩვენ მაინც ვერაფერს დავინახავთ". მე ვუთხარი, რომ შემეძლო. არ ვიცოდი ეს მომენტი თუ ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა", - თქვა მსახიობმა.

ამის შემდეგ მან აუდიტორიას მიმართა, რომ მასთან ერთად გადაეჯვარედინებინათ ფეხები.

"იგრძენით თავი გაძლიერებულად? შესაძლოა არა", - თქვა მსახიობმა.

სიტყვის დასასრულისას შერონ სტოუნმა მადლობა გადაუხადა ხალხს ამ ჯილდოსთვის და თქვა, რომ "იყო დრო, როდესაც მე სერიოზულად არავინ მიყურებდა".

ფილმი Basic Instict 1992 წელს, პოლ ვერჰოევენმა გადაიღო. ფილმში მაიკლ დუგლასის პერსონაჟი მკვლელობის საქმეს იძიებს, საქმეში კი მთავარი ეჭვმიტანილი შერონ სტოუნის პერსონაჟია.

კომენტარები