წყალდიდობა ვენეციაში

გადაუღებელი წვიმების გამო ვენეციის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა - ფოტოები

0 კომენტარი
ფოტო: https://apnews.com/

გადაუღებელი წვიმების გამო ვენეციის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა. წყლის დონემ 1,27 მეტრს მიაღწია

სინოპტიკოსები საღამოს ტალღების გაძლიერებას ვარაუდობენ. სტიქიის შედეგად დაიტბორა კაფეები და მაღაზიები. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ საბავშვო ბაღები დახურა. 

სასტუმროებში ტურისტებს პოლიეთილენის ერთჯერად ჩექმებს ურიგებენ. 

სინოპტიკოსების ცნობით, სამშაბათს საღამოს კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც განსაკუთრებით იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და კუნძულ სიცილიაზე გავრცელდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები