სახაზინო ობლიგაციები

ფინანსთა სამინისტრომ 70 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 2 წელიწადს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა და მოთხოვნამ 124 605 000 ლარი შაედგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9% იყო, მაქსიმალური 9.5%, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.281%.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750%-ია. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

 

 

კომენტარები