პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე: ვაპირებ ივანიშვილის დარწმუნებას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სახიფათოა

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის აპირებს ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნოს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება სახიფათოა. 

"მე არ ვაპირებ ბატონ ბიძინასთან დაპირისპირებას. მასთან მაქვს დიდი ხნის ნაცნობობა, ვიდრე პოლიტიკური ცხოვრების რამოდენიმე წელია. ამიტომ მე არ ვაპირებ დაპირისპირებას, მე ვაპირებ დარწმუნებას, რომ საფრთხეები არის რეალური"- თქვა ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. 

ხუნდაძე ამბობს, რომ მას 2 პირობა ჰქონდა, რის გამოც კანონპროექტს დათანხმდა, თუმცა მისი თქმით, არცერთი შესრულდა. 

"პირველი, როცა 2024 წელს უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და მე მაშინაც ვხედავდი წინააღმდეგობას და ვასაბუთებდი. მაშინ იყო ის რომ გადავიდეთ 2024 წლიდან. მანამდე შევძლებთ, რომ თვითმმართველობა იყოს რეალურად თვითმმართველი და ძლიერი, რაც იყო ჩემი მხრიდან ერთერთი საფუძვლიანი პირობა. ეს პირობა ავტომატურად ვერ შესრულდა, იმიტომ რომ 2020 წელს დაიგეგმა უკვე გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. მეორე პირობა, რომელიც 20-21 ღამის შემდეგ იქნა მოცემული და ახსნილი, თითქოს ამ გადაწყვეტილებით დამშვიდდებოდა ქუჩა, ოპოზიციური სპექტრი, დამშვიდდებოდა არასამთავრობო სექტორი, საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქუჩაში იყო გამოსული და განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც დესტრუქციული ქმედებით იყო გამორჩეული. მე, რა თქმა უნდა, დავთმე და ჩემს განცხადებაში ესეც მაქვს გაჟღერებული, რომ ჩემი გუნდის გადაწყვეტილებას ამ პირობით ვეთანხმები, მაგრამ ეს პირობაც იქნა დარღვეული"- თქვა ხუნდაძემ. 

............

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, რომელსაც პარლამენტმა კენჭი გუშინ არ უყარა. 12 ნოემბრის სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა.

სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა მოქალაქეების აქცია - "არ გაბედო". მოძრაობა "სირცხვილია" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მოცემული პირობა.

"არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება!", - ამ ლოზუნგებით გაიმართა აქცია, რომელიც დღეს, 12:00-ზე, პლენარულ სხდომასთან ერთად განახლდება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარებაზე, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით. უმრავლესობის მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება.

წაიკითხეთ - პროპორციული საარჩევნო სისტემა 0%-იანი ბარიერით - უპირატესობები, რისკები და პრევენციის გზები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები