საარჩევნო სისტემა

"ოცნების" მაჟორიტარი: თუ პარლამენტი პროპორციულ სისტემას მხარს დაუჭერს, დავტოვებ უმრავლესობას

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, ის უმრავლესობას დატოვებს.

ამის შესახებ შიოლაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა მათ არ მისცა შესაძლებლობა ადგილზე გაერკვიათ, რამდენი ადამიანი ეწინააღმდეგება ცვლილებებს.

"ჩვენ ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ უმრავლესობის სხდომაზე, იმ რისკების თაობაზე ვისაუბრეთ, რაც შესაძლოა, ქვეყანას მომავალში დაუდგეს. საუბარია 2020 წლიდან 2024 წლამდე. აბსოლუტურად ღია იყო საუბარი. არ დაგიმალავთ, რომ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ ვითხოვდით სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდგარიყო ეს საკითხი და უმრავლესობას აქვე გამოეხატა პოზიცია, გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ ბევრი დეპუტატი არის ჩვენს აზრზე და მიაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილურობას ძალიან დიდი რისკის ქვე შ დააყენებს. პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება", - თქვა შიოლაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატები აპირებენ კოლეგებთან მუშაობას, რათა პროექტმა საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს. ირაკლი შიოლაშვილის აზრით, ეს ცვლილებები ქვეყანას რისკის ქვეშ დააყენებს და პოლიტიკური არასტაბილურობის გარანტია.

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო, რომელსაც პარლამენტმა კენჭი 12 ნოემბერს არ უყარა. სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა. პარალელურად პარლამენტთან მიმდინარეობდა მოქალაქეების აქცია - "არ გაბედო". მოძრაობა "სირცხვილია" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მიცემული პირობა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება.

ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას, ასევე 3%-იან ბარიერსა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები