ყველაზე სექსუალური კაცი

გამოცემამ People ჯონ ლეჯენდი 2019 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა

People

გამოცემამ People, ჯონ ლეჯენდი, რომელსაც ოსკარის, ემის, გრემისა და  ტონის ჯილდოები აქვს მიღებული, 2019 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. 

"როდესაც ეს ამბავი გავიგე, აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა ამავდროულად შემეშინდა კიდევაც, რადგან ახლა ყველა შემომხედავს და იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენად  ვიმსახურებ ამ ტიტულს" გულწრფელად აღიარა ლეჯენდმა. 

ლეჯენდი ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია. ის ერთ-ერთია იმ 15 ვარსკვლავს შორის, რომლესაც EGOT (Emmy, Grammy, Oscar, Tony) აქვს მიღებული. 

როდესაც მომღერალი ყველაზე სექსუალურ მამაკად დაასახელეს, მას მხარი ცოლმა ქრისი ტეიგენმა დაუჭირა. 

"საიდუმლოს გავამხელ. ყოველთვის ვოცნებობდი People-სის მიერ დასახელებული ყველაზე სექსუალური მამაკაცის ცოლი ვყოფილიყავი და ეს ოცნებაც ახდა!" დაწერა თავის ტვიტერზე ტეიგენმა.

კომენტარები