პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხუციშვილი: არ იქნება კარგი, თუ ოპოზიცია ხმას მისცემს პროექტს და მმართველი გუნდის წევრი არა

კვირა

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს. ის ფიქრობს, რომ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, რადგან მისი თქმით, "მართველი გუნდისთვის არ იქნება კარგი, როცა გუნდის წევრები პროექტს არ მისცემენ ხმას, ხოლო ოპოზიცია მისცემს". 

"გუნდი გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. წარმოუდგენლად მიმაჩნია. ძალიან დიდი ალბათობით მიღებული იქნება გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით"- ამბობს ზაზა ხუციშვილი. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით. 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ. 

კომენტარები