პროპორციული საარჩევნო სისტემა

გოცირიძე: პროპორციული სისტემის გასვლა-არ გასვლა ივანიშვილზეა დამოკიდებული

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ დღეს პროპორციული არჩევნების კანონი ჩავარდება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ბოლო ტყუილი, რომელიც მან საზოგადოებას უთხრა.  

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია და გვინახავს ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიანი ტყუილი, მაგრამ ეს ისეთი მასშტაბის ტყუილია, რომელსაც არ აქვს ფულადი განზომილება. ამიტომ დღეს ამ სისტემის გასვლა-არ გასვლის საკითხი დამოკიდებულია ივანიშვილზე. დაველოდოთ რა იქნება, ამ წუთას არაფერი გადაწყვეტილი არაა“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით. 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ

კომენტარები