ავღანეთი

ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

REUTERS

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ნასრატ რაჰიმი ავრცელებს.

ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია. რაჰიმის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. 

ავტომობილში სავარაუდოდ ბომბი იყო დამონტაჟებული. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. 

აფეთქებამდე ორი დღის წინ თალიბანის მეთაურები და თალიბანის მოკავშირე ჰაქანის მილიტარისტული დაჯგუფების ლიდერი გაათავისუფლეს. პატიმრები ამერიკელ და ავსტრალიელ პროფესორებში გაცვლის პირობით გაუშვეს, თუმცა ჯერჯერობით ტყვეების გათავისუფლების თარიღი და დრო უცნობია. თალიბანმა ისინი 2016 წელს დაიჭირა.

პრეზიდენტ აშრაფ განის იმედი ჰქონდა, რომ პატიმრების გათავისუფლება თალიბანთან არაოფიციალური პირდაპირი დიალოგის დასაწყისი იქნებოდა.

კომენტარები