Avengers: Endgame

Endgame-ის ამოჭრილი სცენა: ტონი სტარკი მორგანს სხვა სამყაროში ხვდება

0 კომენტარი

Disney+ სტრიმ სერვისის დახმარებით, მსოფლიომ ფილმის AVENGERS:ENDGAME ამოჭრილი სცენები იხილა. ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი ასეთი სცენა, რომელშიც ტონი სტარკი, უსასრულობის ქვების დახმარებით თანოსის გადანდგურების შემდეგ, სულის ქვის სამყაროში გადადის და იქ თავის გაზრდილ შვილს - მორგანს ხვდება. 

ძმები რუსოები ამ სცენის ფილმში დატოვებას გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ამ მონაკვეთის ეფექტი იკარგება, ხოლო მაყურებელი იბნევა და ვერ ხვდება თუ რა ხდება ეკრანზე. ამიტომაც რეჟისორებს მისი ამოჭრა მოუხდათ. 

ასევე, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მსახიობები ტონი სტარკთან გამომშვიდობებაზე საუბრობენ და ბოლო კადრში ყველანი ერთად სურათს იღებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები