ტრანსპორტი

კალაძე: გაისად დამატებით 100 ახალ ავტობუსს შევიძენთ

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს მერია 100 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.

"ჩვენ გვაქვს რაიონები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ
მოძრაობს, ან თუ მოძრაობს ძალიან დიდი მოცდის დრო აქვს. ეს სერიოზული
პრობლემაა. შესაბამისად, ერთი-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენს
სატრანსპორტო პოლიტიკაში იქნება ის, რომ შევამციროთ მოცდის დრო და სადაც
საერთოდ არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებმა იმოძრაოს,
რომლებიც იქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება,"
- ამბობს კალაძე.

თბილისის მერმა 5 ნოემბერს 30 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გამართა, რომელთაგან 23 რვა მეტრიანია, ხოლო 7 ათმეტრიანი.

როგორც კალაძე ამბობს, ახალი ავტობუსები დავით ნარმანიას დროს შეძენილ 145 ერთეულ 12 მეტრიან, შემდგომში კი მისი მერობის დროს შეძენილ 310 ერთეულ 10 და 8 მეტრიან ავტობუსებს დაემატება, რომლებიც სრულად წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები