ფორსაჟი 9

ფორსაჟის გადაღებები დასრულდა: რეჟისორმა მადლობა თბილისსაც გადაუხადა

CinemaBlend

ფორსაჟის მეცხრე ფილმის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა და ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომელშიც გადაღებები მიმდინარეობდა, მადლობა გადაუხადა. 

ახალი ფორსაჟის სიუჟეტს არ ამხელენ, თუმცა ცნობილია, რომ სურათში ძველ პერსონაჟებს ვინ დიზელის, ნატალი ემანუელის, მიშელ როდრიგესის, ჰელენ მირენის, ჯორდან ბრიუსტერისა და ტაირიზ გიბსონის შესრულებით კვლავ ვიხილავთ. მათთან ერთად, ეკრანებზე მაიკლ რუკერის, ჯონ სინასა და ანა სავაის ახალი გმირები გამოჩნდებიან. 

 

კომენტარები