წყალდიდობებმა ვენეციის დიდი ნაწილი დატბორა

bbc.com

ვენეციაში ძლიერმა წყალდიდობამ, ქალაქის დიდი ნაწილი დატბორა, ქალაქის მერის განცხადებით წყალდიდობა კლიმატის ცვლილებების პირდაპირი შედეგია. 

მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ვენეციაში წყალმა 1.87 მ-ს მიაღწია, მსგავსი მონაცემები მხოლოდ 1966 წელს ფიქსირდება, როცა წყლის დონე 1,94 მეტრს აღწევდა. 


ფოტო: bbc.com

ფოტოებში ჩანს ტურისტული ადგილები, რომლებიც მთლიანად დატბორილია. 

წმინდა მარკოს მოედანი, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნაწილი, წყალდიდობის ეპიცენტრია. ეკლესიის ჩანაწერების თანახმად, წმინდა მარკოზის ქანდაკება, 1200 წლის განმავლობაში მეექვსედ დაიტბორა. 

კომენტარები