ჩინეთი

ოფიციალური პეკინი: ტაივანი ჩინეთისგან შესაძლო დარტყმის საშიშროებაზე საუბრით შიშს თესავს

ჯოზეფ ვუ

ოფიციალური პეკინი ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ტაივანი ჩინეთისგან შესაძლო დარტყმის საშიშროებაზე საუბრით მხოლოდ შიშს თესავდა.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ თქვა, რომ ჩინეთს დემოკრატიული და თვითმმართველი კუნძულის, ტაივანის წინააღმდეგ შესაძლოა ნებისმიერ დროს წამოეწყო სამხედრო კონფლიქტი იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ ქვეყნის შიგნით სოციალური უკმაყოფილება გაიზრდებოდა. მსოფლიოს მეორე ეკონომიკას აშშ-ისთან სავაჭრო ომი აქვს, რამაც შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვიოს.

ჩინეთის ტაივანის ოფისის სპიკერმა მა სიაოკუანგმა თქვა, რომ ვუს კომენტარი "სრული უაზრობა და აბსოლუტური ნაგავი იყო".

ჩინეთის მხარემ ეს სიტყვები წინასაარჩევნო ქულების დაწერას და ტაივანის ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას მიაწერა. 

მისი თქმით, ტაივანის დემოკრატიული პროგრესული პარტია მშვიდობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. 

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართება, კამპანიის პარალელურად კი ჩინეთი ტაივანთან მშვიდობიან გაერთიანებაზე უსვამს ხაზს. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. 

იანვარში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ტაივანთან მშვიდობიან გაერთიანებას იმედოვნებდა, თუმცა ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალის გამოყენების უფლებასაც იტოვებდა. 

ჩინეთი ტაივანს მის განუყოფელ ნაწილად თვლის. ჩინეთმა დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, კუნძულზე სამხედრო ძალას გამოიყენებდა.

ოფიციალური პეკინი უკვე წლებია ძლიერი დემოკრატიული მმართველობის ტაივანს იმავე "ერთი ქვეყნის, ერთი სისტემის" მოდელს სთავაზობს, რითაც ჰონგ-კონგი 1997 წელს ბრიტანეთმა ჩინეთს გადასცა. ჩინეთის მხრიდან ამ მოდელის უგულვებელყოფა კი ჰონგ-კონგის მიმდინარე აქციებზე გამოჩნდა.

ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

კომენტარები