ხანძარი

კახეთში, ართანას და ფშაველთან ხანძარია

საგანგებო სიტუაციების სამსახური

​საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, სოფლებთან - ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში დაკვამლიანების რამდენიმე კერა შეინიშნება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.

"ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან", - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

კომენტარები