ცნობილი ადამიანები

ანჯელინა ჯოლის თქმით, შვილებთან ერთად აშშ-დან საცხოვრებლად ბრედ პიტის გამო ვერ გადადის

Meg Bucholtz

ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ Harper's Bazaar-თან ინტერვიუში თავის ექვს შვილზე და ამერიკის გარდა სხვაგან ცხოვრებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 7 წელიწადში, როდესაც მისი ყველაზე უმცროსი შვილები სრულწლოვნები გახდებიან, საცხოვრებლად სხვა ადგილს აარჩევს. ისინი, ამჯერად ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ.

"ძალიან მინდა რომ უცხოეთში ვიცხოვრო და ამას ვიზამ, როგორც კი ჩემი შვილები 18 წლის გახდებიან. ახლა მიწევს ვიცხოვრო იქ, სადაც მათი მამა არჩევს ცხოვრებას", - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

ანჯელინა ჯოლის ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებშიც აქვს სახლები, მათ შორის კამბოჯაშიც. მან ასევე თქვა, რომ ის ახალ სახლს აფრიკაში აშენებს.

"ჩემი საყვარელი ადგილი არის ისეთი, სადაც არასდროს ვყოფილვარ. მინდა რაღაც სიახლეში ამოვყო თავი. ვერთობი, როდესაც ჩემი თავიდან გარეთ გავდივარ. მინდა რომ ბავშვები ამ სამყაროში გაიზარდნონ - არა უბრალოდ ისწავლონ ამის შესახებ, არამედ იცხოვრონ და ყავდეთ მეგობრები მსოფლიოს გარშემო. შემდეგ წელს ჩვენ სახლი გვექნება აფრიკაში", - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს 6 საერთო შვილი ჰყავთ, სამი მათგანი ნაშვილებია.

"ჩემმა შვილებმა იციან ჩემი ნამდვილი სახე და ისინი დამეხმარნენ, რომ ახლიდან მეპოვა და გამომეხატა ის. მე ვსწავლობ მათგან. როგორც მშობლები, ჩვენ ვახალისებთ შვილებს რომ გამოხატონ საკუთარი თავები და როდესაც ისინი ჩვენკენ იხედებიან, მათაც იგივე სურთ ჩვენთვის", - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

კომენტარები