რუსეთი-ევროკავშირი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი: რუსეთი ევროპის სტრატეგიული პრობლემაა

Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი არ დაეთანხმა საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებებს რუსეთთან მიმართებაში. ბრიტანულ Economist-თან ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის განახლება ევროპის სტრატეგიული ინტერესია. 

დონალდ ტუსკის თქმით, მაკრონს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი ევროპის სტრატეგიული პარნიორი არ არის.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არათუ ევროპის სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პრობლემაა", — განაცხადა ტუსკმა. 

წინა დღეებში ემანუელ მაკრონის ინტერვიუს გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. მისი თქმით, მაკრონის მსგავსი განცხადებების საფუძველი ის არის, რომ საფრანგეთი საკუთარ კისერზე დიდი რუსული დათვის სუნთქვას ვერ გრძნობს. 

მაკრონის განცხადებას არ დაეთანხმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. ემანუელ მაკრონმა ინვერვიუში განაცხადა, რომ ნატო გონებრივად უნაყოფო ორგანიზაციაა და თავდაცვის საკითხებში ევროპელები აშშ-ის აღარ უნდა დაეყრდნონ. მაკრონის თქმით, დროა საკუთარი თავდაცვაზე ევროპელებმა თავად იზრუნონ.

კომენტარები