ერდოღანმა ტრამპს დაუბრუნა წერილი, რომელშიც მას მოუწოდებდნენ არ ყოფილიყო სულელი

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თეთრ სახლში თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შორის გამართული შეხვედრის შემაჯამებელ კონფერენციაზე რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკან დაუბრუნა ტრამპს წერილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მას მოუწოდებდა არ ყოფილიყო სულელი. 

საუბარია, დონალდ ტრამპის წერილზე, რომელიც მან ერდოღანს ოქტომბერში სირიაში ქურთების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს გაუგზავნა. ტრამპი მოუწოდებდა ერდოღანს, უარი თქვა სამხედრო ოპერაციაზე ქურთების წინააღმდეგ და დამდგარიყო ისტორიის სწორ მხარეს. 

წერილი მთავრდებოდა სიტყვებით "ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი." წერილს თურქეთის პრეზიდენტის ხისტი რეაქცია მოყვა. არსებული ინფორმაციით, მან წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა, მალევე ერდოღანი აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლით დაიმუქრა, თუმცა საბოლოოდ ამერიკაში მაინც გაემგზავრა. 

კონფერენეციაზე ერდოღანი 10 წუთიანი დასკვნითი სიტყვით გამოვიდა, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქურთი მებრძოლები ტერორისტები არიან, მან კიდეფ ერთხელ მოითხოვა ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია. 

დონალდ ტრამპმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. განსახილველ საკითხთა შორის იყო თურქეთის მოქმედებები სირიაში ქურთების წინააღმდეგ, რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსისა და თვითმფრინავების შეძენის საკითხი. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ხელშეკრულება რუსეთთან 2017 წელს გაფორმდა, წინა თვეებში ცნობილი გახდა, რომ სისტემის ყველა კომპონენტის მიწოდება.რუსეთმა ვადაზე ადრე დაასრულა.

რუსული შეაირაღება დიდი ხანია აშშ-ისა და ერდოღანს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა. აშშ ამბობს, რომ რუსული შეიარაღება ნატოს წევრ სახელმწიფოს არმიაში არასასურველია და არ შეესაბამება სტანდარტებს. როგორც ჩანს ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმებას ლიდერებმა ამ შეხვედრაზეც ვერ მიაღწიეს. ტრამპის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. 

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოფიციალურად ოპერაციის მიზანი თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად შეფასებული თურქული დაჯგუფებებისგან უსაფრთხოების ზონის შექმნაა. ერდოღანის თქმით, აქვე განთავსდება 2 მილიონი სირიელი დევნილის ბანაკიც.

კომენტარები