მიხეილ დაუშვილი

გახარიამ ბიზნესომბუდსმენად შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ დაუშვილი დანიშნა

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი
კვირა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ დაუშვილი დანიშნა. 

დღეს, 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გახარიამ თქვა, რომ დაუშვილი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანია. 

"კიდევ ერთი ახალი წევრი გუნდის და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო გახლავთ ბატონი მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეიდან დაინიშნება ბიზნეს ომბუდსმენად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს ჩვენ ყველას ერთად, შევქნათ ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხარდაჭერა ბიზნესის იქ, სადაც კანონი ამის საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება ბატონი მიხეილს ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას. ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება ეს, საშუალო თუ წვრილი, მინდა ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება პრემიერმინისტრის კაბინეტში მოხვედრილი", - თქვა გიორგი გახარიამ. 

წინა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა მოადგილესთან, ლევან კალანდაძესთან ერთად 11 ნოემბერს დატოვა. 

მიხეილ დაუშვილი ამ დრომდე შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო. 

კომენტარები