პროპორციული საარჩევნო სისტემა

ოქრიაშვილი: ივანიშვილმა ​მაჟორიტარები გადასარწმუნებლად დაიბარა, ცოტა დიქტატურაში გადადის

0 კომენტარი
კახა ოქრიაშვილი ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დეპუტატების დაბარება და დავალება, რომ ხმა მისცენ ამა თუ იმ კანონპროექტს არ არის პარტიული დისციპლინა და "დიქტატურაში გადადის".

ტვ პირველთან დეპუტატმა კიდევ ერთხელ თქვა, რატომ არ უჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

"არის მოძველებული და უვარგისი. ჩვენს ქვეყანას არ აწყობს, აწყობს მხოლოდ პარტიებს, განსაკუთრებით პატარ-პატარა პარტიებს, რომ როგორმე აღმოჩდნენ პარლამენტში. ჩვენს ქვეყანას არ აწყობს. უკვე არც ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს. დავიღალე ამაზე საუბრით, 10 წელია, ამაზე ვლაპარაკობ.

ახლა იძახიან, რომ კახა ოქრიაშვილი არის ამბოხის ლიდერი. მე ამბოხის მონაწილე არა ვარ, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის ძველი. 2006 წელს დავაფიქსირე ეს პოზიცია პირველად.

[ბიძინა ივანიშვილთან] მე მქონდა მწვავე საუბარი. განვაცხადე, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილს ქონია შეხვედრა 21 მაჟორიტართან, იქიდან რამდენიმე კაცი გადაიყვანა თავის აზრზე, აიძულა, რომ მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პარტიული დისციპლინა, ეს გადადის დიქტატურაში, როცა იბარებ დეპუტატს და ეუბნები, რომ რაღაც კანონპროექტს უნდა მისცე ხმა", - თქვა კახა ოქრიაშვილმა ტვ პირველთან.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა გუშინ, 13 ნოემბერს გადადო. ის დღეს, 14 ნოემბერს გაიმართება.

მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი 2 დღის განმავლობაში განიხილავდა.

პროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან აკხა ოქრიაშვილი და ირაკლი დაჩი ბერაიაც, რომელიც დეპუატობამდე მრავალი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკის თანამშრომელი იყო.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები