თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

"შესაბამისად, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სამპროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით.

ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა" - თქვა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რატომ არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის მიცემული პირობა, თალაკვაძე ამბობს, "მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია"

კომენტარები