პროპორციული საარჩევნო სისტემა

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონის ჩაგდება ოპოზიციამ დარბაზში საყვირებით გააპროტესტა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩაგდებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

ოპოზიციამ საკონსტიტუციო კანონის პროექტის ჩაგდება საყვირებით გააპროტესტა. 

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კანონის მიღებას მხარი დეპუტატმა 101-მა დაუჭირა. 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. სამი პროცედურის შემდეგ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა სწორედ 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს

კომენტარები